- საგრანტო ხელშეკრულება
- გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა და მიმღებს შორის. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს: • გრანტის გაცემის მიზანს; • მოცულობას; • სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას; • მათი ათვისების ვადებს. საგრანტო ხელშეკრულება მოიცავს ასევე იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი უყენებს გრანტის მიმღებს.Source: საქართველოს საბიუჯეტო სისტემა: გზამკვლევი, - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ - თბ.:2007
Georgian encyclopedia. 2013.